Posts

ტრენინგის შეჯამება

 ტრენინგი სახელწოდებით: " პროექტზე დაფუძნებული  სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება",მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში,რომელიც ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,პროექტის მიზნებსა და ამოცანებს,ტრენინგის მოდულებს,პროექტის გეგმის შაბლონს,პროექტის გეგემის ელექტრონულ ვერსიას.    განვიხილეთ პროექტის დაგეგმვა,გავეცანით საქაღალდეების სტრუქტურას,გავიხსენეთ ბლოგების შექმნა,რეფლექსიის დადება ბლოგზე,.word-ში მუშაობის სხვადასხვა ელემენტები გამოცემების შესაქმნელად   ბოლო დღეს წარვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაციები და გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილებები.ტრენინგზე მიღებული ცოდნა დამეხმარება სასწავლო პროცესში საინტერესო პროექტების განხორციელებაში

პორტფოლიო

პროექტი-ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება

ტრენინგის მერვე დღე

8 აგვისტო ტრენერმა დაიწყო წინა დღის მასალის გახსენება და შეჯამება  შემდეგ დაიწყო ახალ მასალაზე ,მეშვიდე მოდულზე გადასვლა, დიფერენცირება და ფასილიტაციაზე.ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასებისა და გაზეთის შეფასების ჩეკლისტებზე..განვიხილეთ რა არის დიფერენცირება და როგორ მოვარგოთ იგი მოსწავლეთა სხვადასხვა დონის  საჭიროებებს.შევქმენით მოსწავლეთა საჭიროების ნიმუშები და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.გავეცანით როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეებს  სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის.      გავლილი მოდულები დამეხმარება მოსწავლეთა მხარდაჭერაში და ჩემი მუშაობის გაუმჯობესებაში 

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგზე გავეცანით  შეფასების  სტრატეგიებს : -მოსწავლეთა წინარე ცოდნისა დასაჭიროებების შეფასების სტრატეგიები. -წახალისების თვითრეგულირებადი სწავლისა და  თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები -პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები -სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისების -გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები შემდეგ შევარჩიეთ ჩვენი თემის მიზნებიდან გამომდინარე შეფასების სტრატეგიები და ჩავსვით სამოგმედო გეგმაში ,ასევე შევქმენით შეფასების რუბრიკები დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი

გაზეთი

https://drive.google.com/file/d/19_0N3SS7G_dqBh25N87DqKo4GEVECivC/view?usp=sharing

ბუკლეტი მსოფლიოს შვიდ საოცრებაზე

https://drive.google.com/file/d/1EsMTZxGfrU1s_mocFI4f9py3pvL0ATtT/view?usp=sharing

პროექტის პრეზენტაცია

ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება